აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიზნობრივი სასწრაფო დახმარების მანქანა გადაეცა

აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიზნობრივი პროგრამების ეფექტურად განხორციელებისთვის სასწრაფო დახმარების მანქანა გადაეცა. გადაუდებელი დახმარების შესაბამისი ტექნიკა სამინისტროს ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა გადასცა, – ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ბესიკ კუსიდი, კლინიკის დირექტორს პირადად შეხვდა და დევნილი მოსახლეობის მხარდაჭერისა და სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

„დევნილი მოსახლეობის მხარდაჭერა ჩვენი მუდმივი ზრუნვის საგანია და დღევანდელი შეხვედრა სწორედ ამ პროცესის ნაწილია. ჩვენი მიზანია თითოეული დევნილისთვის ხელმისაწვდომი გახდეს ხარისხიანი სამედიცინო სერვისები, რაშიც მუდმივად გვეხმარება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეს გიორგი ჯინჭარაძეს, საქართბელოს ჯანდაცვის მინისტრს ბატონ მიხეილ სარჯველაძეს, ასევე ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკას დღევანდელი დღისთვის. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი თანამშრომლობის საფუძველზე კიდევ ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ დევნილი მოსახლეობის მხარდაჭერისთვის“,-განაცხადა ბესიკ კუსიდმა.

სამინისტრო მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს კლინიკებთან თანამშრომლობას, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები