ისრაელმა სამხრეთ ლიბანზე საჰაერო იერიში მიიტანა

ისრაელის თავდაცვის ძალებმა სამხრეთ ლიბანზე მასშტაბური საჰაერო იერიში განახორციელეს. ოპერაციის მიზანი “ჰეზბოლას” სამხედრო ინფრასტრუქტურის განადგურება იყო.

ისრაელის არმია ადგილობრივ მოსახლეობას ევაკუაციას სამ სოფელში ურჩევს. ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაიჭრა.

როგორც მედია აღნიშნავს, ოპერაცია ხელს უშლის 2024 წლის ნოემბერში გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებას.

გაერო-ს ლიბანის მისიამ (UNIFIL) აღნიშნა, რომ მსგავსი შეტევები რეგიონში უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები