გიორგი ჯინჭარაძემ აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სახელობითი სტიპენდიების მფლობელები დააჯილდოვა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრ ბექა ღვაჩლიანთან ერთად, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სახელობითი სტიპენდიის მფლობელები დააჯილდოვა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, გიორგი ჯინჭარაძემ წარმატებულ ახალგაზრდებს მიღწეული შედეგები მიულოცა, განათლების მიმართულებით აფხაზეთის მთავრობის სამომავლო ხედვა გააცნო და დიპლომები და საჩუქრები გადასცა.
სახელობითი სტიპენდია აფხაზეთის თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრებისა და ეროვნულ გამოცდებზე მიღებული მაღალი აკადემიური შედეგების გათვალისწინებით 8 სტუდენტს გადაეცა.
2025-2026 სასწავლო წლის სტიპენდიატები გახდნენ:
• ალექსანდრე შამუგია – ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდია.
• ლევან კაციტაძე – აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდია.
• მარკოზ ჭანტურია – აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდია.
• მარიტა კემულარია – მიხეილ ჯინჭარაძის სახელობის სტიპენდია.
• ლიზი ჯობავა – თამაზ ნადარეიშვილის სახელობის სტიპენდია.
• გიორგი კობაიძე – ლორიკ მარშანიას სახელობის სტიპენდია.
• ნიკოლაი გვაზავა – გურამ გაბესკირიას სახელობის სტიპენდია.
• ნია ქუთათელაძე – მიხეილ კოკაიას სახელობის სტიპენდია.
ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით გაიმართა და ახალგაზრდების მოტივაციის ამაღლებასა და მათ ხელშეწყობას ისახავს მიზნად.