ირაკლი კობახიძე – საქართველო ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობდა რეგიონში მშვიდობის ხელშეწყობის თვალსაზრისით და დღემდე ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენი მეზობლებისთვის, სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის, საქართველოს ეკონომიკური პარტნიორობა ამ ქვეყნებთან გადამწყვეტ როლს თამაშობს მათი ეკონომიკური განვითარებისთვის

საქართველო ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობდა რეგიონში მშვიდობის ხელშეწყობის თვალსაზრისით და დღემდე ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენი მეზობლებისთვის, სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ TRT WORLD-თან ინტერვიუში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს კიდევ უფრო შეუწყობს ხელს მშვიდობას სამხრეთ კავკასიის რეგიონში, ასევე უმნიშვნელოვანესია ქვეყნების ეკონომიკის გასაუმჯობესებლად.

„ვფიქრობ, ეს სამშვიდობო შეთანხმება უაღრესად მნიშვნელოვანია. ბოლო 35 წლის განმავლობაში, საქართველო ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობდა რეგიონში მშვიდობის ხელშეწყობის თვალსაზრისით და დღემდე ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენი მეზობლებისთვის, სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის, რომლებიც ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნებია. საქართველოს ეკონომიკური პარტნიორობა ამ ქვეყნებთან გადამწყვეტ როლს თამაშობს მათი ეკონომიკური განვითარებისთვის. სწორედ ამიტომ, ჩვენ უბრალოდ გვიხარია, რომ ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო შეთანხმება გაფორმდა და ვიმედოვნებთ, რომ ეს კიდევ უფრო შეუწყობს ხელს მშვიდობას სამხრეთ კავკასიის რეგიონში, რაც უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნების პოლიტიკური პოზიციების გასაძლიერებლად. ეს ასევე უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნების ეკონომიკის გასაუმჯობესებლად. ახლა სამივე ქვეყანას მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი აქვს და ეს მშვიდობისა და სამ ქვეყანას შორის შესანიშნავი თანამშრომლობის დამსახურებაა. ამიტომ, ჩვენ იგივე გზით უნდა გავაგრძელოთ სვლა. ეს არის საქართველოს ხედვა სამხრეთ კავკასიის რეგიონში განვითარების შესახებ”, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები