პრემიერი – საქართველო ყველაზე დემოკრატიული ქვეყანაა რეგიონში, მაგრამ ასევე მის ფარგლებს გარეთაც, ყველა ფაქტზე დაფუძნებული ინდექსისა და რეიტინგის მიხედვით, საქართველო გაცილებით წინ არის დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და სხვა მრავალი რამის, როგორიცაა ბიუჯეტის გამჭვირვალობა, მთავრობის გამჭვირვალობა და ა.შ. თვალსაზრისით
ყველა ფაქტზე დაფუძნებული ინდექსისა და რეიტინგის მიხედვით, საქართველო გაცილებით წინ არის დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და სხვა მრავალი რამის, როგორიცაა ბიუჯეტის გამჭვირვალობა, მთავრობის გამჭვირვალობა და ა.შ. თვალსაზრისით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ TRT WORLD-თან ინტერვიუში განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა უპასუხა შეკითხვას, რომელიც გასული წლის ივლისში, ევროკავშირის 19 საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებას ეხებოდა.
„ვერავინ ხსნის, რა არის ამ განცხადებების შინაარსი. არანაირი ახსნა არ არსებობს, არაფერი. საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა. საქართველო ყველაზე დემოკრატიული ქვეყანაა რეგიონში, მაგრამ ასევე მის ფარგლებს გარეთაც. თუ ყველა ობიექტურ შეფასებას გადავხედავთ, არსებობს სხვადასხვა რეიტინგი, სხვადასხვა ინდექსი, მათ შორის ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული, ევროკომისიის დაქვემდებარებაში არსებული, მაგრამ ასევე მრავალი სხვა ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული. ყველა ფაქტზე დაფუძნებული ინდექსისა და რეიტინგის მიხედვით, საქართველო გაცილებით წინ არის დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და სხვა მრავალი რამის, როგორიცაა ბიუჯეტის გამჭვირვალობა, მთავრობის გამჭვირვალობა და ა.შ. თვალსაზრისით. თუ ყველა სხვადასხვა კრიტერიუმს გავითვალისწინებთ, საქართველო გაცილებით უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე ნებისმიერი სხვა კანდიდატი ქვეყანა. ზოგიერთ შემთხვევაში, მაგალითად, კორუფციის დაბალი დონის თვალსაზრისით, ჩვენ გვაქვს უკეთესი მდგომარეობა, ვიდრე ევროკავშირის 7-8 ქვეყანას, ობიექტური შეფასებების მიხედვით. ასე რომ, ეს არის ფაქტები”, – განაცხადა პრემიერმა.