„თბილისური აისი 2025“ რიგით მე-16 საერთაშორისო ახალგაზრდული კინოფესტივალი ეროვნულ სასახლეში გაიხსნება 2025 წლის 22-25 ოქტომბერს

თბილისური აისი 2025“ რიგით მე-16 საერთაშორისო ახალგაზრდული კინოფესტივალი ეროვნულ სასახლეში გაიხსნება 2025 წლის 22-25 ოქტომბერს.

ეროვნული სასახლის ინფორმაციით, ორ წელიწადში ერთხელ გამართული ტრადიციული ფესტივალი, რომელსაც 40 წელზე მეტი ისტორია აქვს, უმნიშვნელოვანეს პლატფორმას წარმოადგენს 13-20 წლის ახალგაზრდებისთვის. ისინი აქ წარმოადგენენ საკუთარ ნამუშევრებს, გაიღრმავებენ კინოცოდნას და დაამყარებენ კონტაქტებს თანამოაზრეებთან.

ფესტივალის საზეიმო გახსნა შედგება 22 ოქტომბერს, 12:00 საათზე, ეროვნული სასახლის თეატრალურ დარბაზში.

ფესტივალის ოთხდღიანი პროგრამა დატვირთულია კინოჩვენებებით, დისკუსიებითა და მასტერკლასებით.

გახსნის და დახურვის ცერემონიები გაიმართება ეროვნულ სასახლეში.

ფილმების ჩვენებები და მასტერკლასები ჩატარდება კინოსახლში.

ფესტივალი ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, გამოავლინონ შემოქმედებითი პოტენციალი, ისწავლონ კინოს ხელოვნება და შექმნან საერთაშორისო კავშირები. აქ იბადება ახალი იდეები, ხდება ქართული კინოს პოპულარიზაცია და ყალიბდებიან მომავლის კინემატოგრაფისტები. წელს ველოდებით სტუმრებს საქართველოს რეგიონებიდან და მსოფლიოს ათეულობით ქვეყნიდან!

ფესტივალის მხარდამჭერები არიან – ეროვნული სასახლე, ქალაქ თბილისის მერია და საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი. 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები