51-წლიანი საიდუმლო: როგორ დაუბრუნა დნმ-ის ტესტმა გატაცებული შვილი ოჯახს

1971 წლის 23 აგვისტოს ფორტ-უერტელი (ტეხასი) ჰაისმითების ცხოვრებაში საშინელება მოხდა. ალტა აპანტენკო სასოწარკვეთილი ეძებდა ძიძას მისი 21 თვის ქალიშვილის, პატარა მელისა ჰაისმითისთვის. მან გაზეთში განცხადება გამოაქვეყნა და მალევე დაუკავშირდა კიდეც ქალი, რომელმაც თავი რუთ ჯონსონად გააცნო.

რუთ ჯონსონი იმ დღეს მივიდა ალტას სახლში, როდესაც დედა სამსახურში იყო წასული. ალტას ახლობელმა, რომელსაც ბავშვისთვის უნდა მიეხედა, მელისა უცნობ ქალს ჩააბარა. მოგვიანებით, მეზობლები და ზემოაღნიშნული ახლობელი აღწერდნენ, რომ ძიძა კარგად იყო ჩაცმული, ეკეთა თეთრი ხელთათმანები და ჩაჩი ეფარა, რაც საკმაოდ უცნაური სანახაობა იყო აგვისტოს სიცხეში. ძიძამ ბავშვი წაიყვანა და დაჰპირდა, რომ მალე დაბრუნდებოდა. ის აღარ გამოჩენილა.

პოლიციამ საქმის გამოძიება დაიწყო, მაგრამ ეჭვებიც გაჩნდა. რუთ ჯონსონის მიერ მოწოდებული ყველა ინფორმაცია ყალბი აღმოჩნდა. ამ ტრაგედიამ სამუდამოდ შეცვალა ოჯახის ცხოვრება. ალტა წლების განმავლობაში ცხოვრობდა საზოგადოების ბრალდებებისა და ეჭვების ქვეშ, თითქოს მას თავად მიუძღოდა ბრალი შვილის გაუჩინარებაში. მიუხედავად ამისა, ჰაისმითების ოჯახი არ ნებდებოდა – მელისას ძმები და დები, რომლებიც მის შემდეგ დაიბადნენ, მთელი ცხოვრება იზრდებოდნენ იმ ინფორმაციით, რომ მათ ჰყავდათ უფროსი და, რომელიც გატაცებული იყო. ყოველ ნოემბერს, მელისას დაბადების თვეს, ისინი მისთვის ტორტს აცხობდნენ.

ათწლეულები გადიოდა, მელისას საქმე კი ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი და გადაუწყვეტელი საქმე გახდა ამერიკაში. 2022 წლის ბოლოს ოჯახმა, უკვე მოხუცებულმა მშობლებმა და მათმა ზრდასრულმა შვილებმა, გადაწყვიტეს, უკანასკნელ იმედად დნმ-ის ტესტი გამოეყენებინათ. მელისას მამამ, ჯეფრი ჰაისმითმა, ტესტი გაიარა, ხოლო ოჯახის სხვა წევრებმა შედეგები საჯარო მონაცემთა ბაზებში ატვირთეს. მალე მიიღეს პასუხი, რომელმაც ყველაფერი შეცვალა: აღმოჩნდა, რომ არსებობდა მჭიდრო გენეტიკური კავშირი ჯეფრისა და ვიღაც 53 წლის ქალბატონის, მელანი მიიოკოს შვილებს შორის.

მელანი, რომელიც ამ სახელით ცხოვრობდა, ტეხასში, ფორტ-უერტის მახლობლად იზრდებოდა – გატაცების ადგილიდან სულ რაღაც 10 წუთის სავალზე. მელისას ძმები, რომლებიც მას არასოდეს შეხვედროდნენ, მაშინვე დაუკავშირდნენ მელანის Facebook-ის საშუალებით. მას ჯერ ეგონა, რომ ეს თაღლითობა იყო, მაგრამ როდესაც ოჯახმა ბავშვობის ფოტოები და მელისა ჰაისმითის უნიკალურ ნიშნებზე ინფორმაცია გაუგზავნეს, ქალს ეჭვი გაუჩნდა. მელანიმ, რომელსაც მუდამ ჰქონდა ეჭვი თავისი უჩვეულო და რთული ბავშვობის გამო, ეს ამბავი დაუყოვნებლივ მოუყვა ქალს, ვინც მას ზრდიდა. ქალმა აღიარა, რომ მან მელანი 1972 წელს 500 დოლარად იყიდა.

მელანი, რომელიც დღეს უკვე მელისა ჰაისმითის სახელით ცხოვრობს, გაუჩინარებიდან 51 წლის შემდეგ პირველად შეხვდა დედას, მამას და თავის და-ძმას. ოფიციალურმა დნმ ტესტმაც დაადასტურა, რომ მელისა ნამდვილად ის ბავშვი იყო, რომელიც 1971 წელს გაიტაცეს. ახლა, როცა მისი ცხოვრების მთავარი საიდუმლო გაიხსნა, იგი თავს კარგად გრძნობს. გარდა ამისა, პირებს, ხელახლა იქორწინოს ქმარზე, რათა მამამისმა, ჯეფრიმ, მისი საკურთხეველთან მიყვანა შეძლოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები