რუსულმა დრონებმა უკრაინის რკინიგზასა და პორტებს შეუტიეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, რუსეთმა უკრაინას ღამით სამი ბალისტიკური რაკეტითა და 60 თავდასხმის დრონით შეუტია,- ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

შედეგად, დაიბომბა ინფრასტრუქტურა, მათ შორის რკინიგზა და პორტები, ასევე ჩერნიგოვის რეგიონში მდებარე ენერგეტიკული ობიექტი.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით , თავდასხმა მოიგერიეს თვითმფრინავებმა, საზენიტო-სარაკეტო ძალებმა, ელექტრონული საბრძოლო დანაყოფებმა, უპილოტო საჰაერო სისტემებმა და უკრაინის თავდაცვის ძალების მობილურმა სახანძრო ჯგუფებმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები