იონათამიშვილი – გერმანიის ელჩზე: ეს ბატონი რომ დიპლომატიის გარდა ყველაფრით იყო დაკავებული, ჩვენმა საზოგადოებამ კარგად იცის
,,ეს ბატონი რომ დიპლომატიის გარდა ყველაფრით იყო დაკავებული, ჩვენმა საზოგადოებამ კარგად იცის”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა გერმანიის ელჩის გაწვევაზე საუბრისას განაცხადა.
“ოდესღაც შევუკვეთეთ ელჩი და მივიღეთ ხაზარაძის მდგმური. ეს გაწვევა ძალიან საინტერესოდ ემთხვევა იმას, რომ ბუნდესტაგში პარტიამ “ალტერნატივა გერმანიისთვის” დასვა ლეგიტიმური და საინტერესო კითხვები ამ ბატონის საქმიანობასთან დაკავშირებით. თუნდაც ის ფაქტი, რომ ელჩი არის ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის ლიდერის მდგმური, შემაშფოთებელი და უკადრებელია დიპლომატიური სტანდარტისთვის. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს გაწვევა სწორედ ამ კითხვების მიჩქმალვასთან არის დაკავშირებული, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ შესაბამის უწყებებს მოუწევთ ამ კითხვებზე პასუხის გაცემა, რაც ჩვენთვისაც ძალიან საინტერესო იქნება”, – განაცხადა იონათამიშვილმა.