„გახარიას პარტია აღარ არსებობს, მას 4 ოქტომბერს გამოუტანა განაჩენი ხალხმა” – თამარ ჩერგოლეიშვილი

პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი „გახარია საქართველოსთვის“ გადაწყვეტილებას პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„გახარიას პარტია აღარ არსებობს. მას 4 ოქტომბერს გამოუტანა განაჩენი ხალხმა. მისი ნარჩენები რას შეაფარებენ თავს, უმნიშვნელოა. დავით ბაქრაძეც შევარდა 2020 წლის პარლამენტში და რა? ბოლოს როდის ნახეთ?“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები