“ევრობიუროკრატებს საერთოდ არ ადარდებთ ევროპული სტრუქტურების რეპუტაცია” – რატი იონათამიშვილი
“როგორც ჩანს, ევრობიუროკრატებს საერთოდ არ ადარდებთ ევროპული სტრუქტურების რეპუტაცია”, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
“ფარისევლობის საკმაოდ დიდ მასშტაბთანაც გვაქვს საქმე, ვინაიდან აპელირებენ, რომ თითქოს ადამიანებს ეხმარებიან და სინამდვილეში დამხობას, პოლარიზაციას და ძალადობას აფინანსებენ ამ ყველაფრით. მეორე საკითხია, რომ აქაც ჩვენ ვხედავთ შესაბამის ორგანიზაციებს ბენეფიციარებად, რომლებიც პირდაპირ დამხობით არიან დაკავებულები. სხვა საკითხია, რომ საბოლოო ჯამში თვითონ ემხობიან“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.