ანდრაშ ლასლო: საარჩევნო პროცესის კეთილსინდისიერების ხარისხი და სტანდარტები ყველგან მაღალია

რამდენიმე საარჩევნო უბანზე ვიყავი საქართველოში, საარჩევნო პროცესის კეთილსინდისიერების ხარისხი და სტანდარტები ყველგან მაღალია, – ამის შესახებ საერთაშორისო დამკვირვებელმა, ევროპარლამენტის წევრმა ადნრაშ ლასლომ განაცხადა.

მისი თქმით, ამ დრომდე, არცერთ უბანზე არანაირი პროვოკაციის შესახებ არ სმენიათ.

„რამდენიმე საარჩევნო უბანზე ვიყავი საქართველოში, ვაკვირდებით კენჭისყრას. საარჩევნო პროცესის კეთილსინდისიერების ხარისხი და სტანდარტები ყველგან მაღალია. პერსონალი სრულ მზადყოფნაშია. ყველა საარჩევნო უბანზე ვიხილეთ ადგილობრივი დამკვირვებლებიც. არ გვსმენია არანაირი პროვოკაციის შესახებ არცერთ უბანზე. იმედი გვაქვს, რომ დღის ბოლომდე ასე გაგრძელდება – საარჩევნო პროცესი დღის ბოლომდე იქნება მშვიდობიანი და ახალი მერები და ადგილობრივი წარმომადგენლები, მიიღებენ თავიანთ მანდატებს და იმუშავებენ ქართველი ხალხის მიერ დემოკრატიულად გაკეთებული არჩევანის შესაბამისად“, – განაცხადა ლასლომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები