დავით სონღულაშვილმა საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, 2025 წლის თვოთმმართველობის არჩევნებზე გურჯაანის მუნიციპალიტეტში, მე-12 ოლქის 26-ე უბანზე საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა.
„მნიშვნელოვანი დღეა საქართველოსთვის. კახეთში აქტივობა საკმაოდ მღალია თვითმართველობის არჩევნებზე. მხარი დავუჭირე ძალას, რომელიც უზრუნველყოფს ამ ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას და მეტ სიკეთეს რეგიონებისთვის. მინდა წარმატება ვუსურვო ჩვენს ქვეყანას. დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი დღე ჩაივლის ისე მშვიდ ვითარებაში, როგორც ამ დრომდე მიმდინარეობს. დარწმუნებული ვარ კიდევ ერთ გამარჯვებას ვიზეიმებთ“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.