ნეპალში, სოციალურ მედიაზე აკრძალვის წინააღმდეგ საპროტესტო აქციაზე 19 ადამიანი დაიღუპა(ფოტო)

ნეპალში, მთავრობის მიერ სოციალურ მედიაზე დაწესებული შეზღუდვების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე 19 ადამიანი დაიღუპა,- ინფორმაციას, ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს.

პოლიციის ცნობით, შეტაკებებისას უსაფრთხოების ძალებსა და დემონსტრანტებს შორის ხოცვა-ჟლეტა მოხდა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, რამდენიმე მათგანი კრიტიკულ მდგომარეობაშია.

მმართველმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სოციალურ მედიაზე შეზღუდვები ეროვნული უსაფრთხოების დასაცავად იყო საჭირო, თუმცა დემონსტრანტები მკაცრად აკრიტიკებენ გადაწყვეტილებას და მას კონსტიტუციური თავისუფლების შეზღუდვად მიიჩნევენ.

გაერო და საერთაშორისო ორგანიზაციები მომხდარის მოკვლევას ითხოვენ და მხარეებს თავდასხმის შეჩერებისკენ მოუწოდებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები