ონის მუნიციპალიტეტში სახალხო ზეიმი – “ონელობა – 2025“ გაიმართა
ონის მუნიციპალიტეტში სახალხო ზეიმი – “ონელობა – 2025“ გაიმართა.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ონელობის დღესასწაულს რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის დელეგატი – გოჩა ენუქიძე, სახელმწიფო რწმუნებული – პაპუნა მარგველიძე, რწმუნებულის მოადგილეები, ქრისტინა კობახიძე, ბერდია ჩანქსელიანი, ალუდა თუთისანი, ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი, მერის მოადგილეები, ლევან შერაზადიშვილი, პაატა მაისურაძე და საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილი ესწრებოდნენ.
“ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, ასევე მოწყობილი იყო ეთნო კუთხე, ფოტოსტენდები, საბავშვო-გასართობი სივრცეები.
რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საპატიო და ღვაწლმოსილი ონელები დააჯილდოვეს.
ტრადიციული საპატიო ონელის ჯილდო გადაეცათ:
პაპუნა მარგველიძეს – რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულს;
მამუკა გონგაძეს- საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარეს;
ირაკლი ბურდილაძეს – BK Holding-ის მმართველ პარტნიორს;
დავით გობეჯიშვილს – ექიმს, მედიცინის აკადემიურ დოქტორს.
ასევე დაჯილდოვდნენ ღვაწლმოსილი ონელები:
ქეთევან ლებანიძე – ექიმი;
ფერიდე გუგეშაშვილი – ეკონომისტი;
მზია გუგეშაშვილი – საბავშვო ბაღის ხელმძღვანელი;
თამარ გრძელიშვილი – ექიმი;
რომან კირვალიძე -სპორტის დამსახურებული მოღვაწე, მწვრთნელი;
რომან ჯელაძე-ფინანსისტი.
სახალხო დღესასწაულზე ონის მუნიციპალიტეტს სტუმრობდნენ ბულგარეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში – ვესელინ ვალკანოვი მოადგილესთან ერთად, ქალაქ ონთან დამეგობრებული პოლონეთის დელეგაცია, ნიკორწმინდის ეპისკოპოსი – მეუფე ვახტანგი, დეკანოზი ნოე კერესელიძე და სხვა სასულიერო პირები.
სადღესასწაულო ღონისძიებები ლეგენდარული “ქართული ხმებისა” და ჯგუფი “გორდელას” გალა კონცერტით დასრულდა”, – წერია ინფორმაციაში.