უკრაინულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ოლქში საწვავით დატვირთული რუსული მატარებელი ააფეთქეს

უკრაინის თავდაცვის უწყების ცნობით, უკრაინულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ოლქში რუსული საწვავით დატვირთული მატარებელი ააფეთქეს.

ზაპოროჟიეს იმ ნაწილში, რომელსაც რუსული ძალები აკონტროლებენ, სარკინიგზო მიმოსვლა დროებით შეჩერდა.

უკრაინული მხარე ამ ოპერაციას „სტრატეგიულ დარტყმას“ უწოდებს, რომელიც რუსეთის მომარაგების ჯაჭვზე ზეწოლას ისახავს მიზნად.

მოსკოვს შემთხვევაზე ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები