“მსოფლიო ბანკი იქნება, სავალუტო ფონდი თუ ბევრი სხვა ინსტიტუცია, ადასტურებს, რომ საქართველო  არის მოწინავეთა შორის” – ირაკლი ქადაგიშვილი

“მიუხედავად ამ პოლიტიკური წნეხისა და არაწესიერი თამაშისა, საქართველო ახერხებს და, მათივე ობიექტური კვლევის შედეგად ჩანს, რომ საქართველო ლიდერი სახელმწიფოა”, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს.

ის ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ, “კარგი მთავრობის 2025 წლის” ანგარიშს ეხმაურება.

“არის ერთი რეალური მოცემულობა, რეალური ფაქტები, რეალური მდგომარეობა, რომელიც ობიექტური, მეცნიერული სტატისტიკური შესწავლით და შეჯერებით ხდება ობიექტური სურათის დახატვა. ჩვენ ვხედავთ, რომ თითქმის ყველა მიმართულებით და არა მარტო ევროკომისიის მიერ შეკვეთით ჩატარებული ამ კვლევებით და სხვა ავტორიტეტული – მსოფლიო ბანკი იქნება, სავალუტო ფონდი იქნება თუ ბევრი სხვა ინსტიტუცია, ადასტურებს იმას, რომ საქართველო განვითარების თითქმის ყველა სპექტრს თუ განვიხილავთ, არის მოწინავეთა შორის. მაგრამ, არის პოლიტიკური ინტერესი, რომელიც დაკავშირებული იყო სწორედ იმ გეოპოლიტიკურ დიდ ომთან, რომელიც ჯერჯერობით ისევ მიმდინარეობს. საქართველოს როლი უნდა ყოფილიყო სხვანაირი. მიუხედავად ამ პოლიტიკური წნეხისა და არაწესიერი თამაშისა, საქართველო ახერხებს და, მათივე ობიექტური კვლევის შედეგად ჩანს, რომ საქართველო ლიდერი სახელმწიფოა,” – აცხადებს  ქადაგიშვილი.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები