“ამდენი იმიტომ იწვალეს, რომ, საბოლოოდ, კუპრაძე დაეყენებინათ თბილისის მერობის კანდიდატად?!” – იონათამიშვილი
“ამდენი იმიტომ იწვალეს, რომ, საბოლოოდ, კუპრაძე დაეყენებინათ თბილისის მერობის კანდიდატად?!”, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი აცხადებს.
„წარმოგვიდგენია, თბილისის მერობის კანდიდატზე ორი პარტია რომ ასე წვალობს, რეგიონებში და მაჟორიტარების დასახელებაზე როგორ მძიმე დღეში იქნებიან. ფაქტი არის, რომ ამ ორ პარტიას წევრებიც კი არ ჰყოფნის იმისთვის, რომ საკრებულოს სიები დააკომპლექტონ და მათ მხარდაჭერაზე ხომ საერთოდ საუბარიც აღარ არის. ეს არის სრულიად გაბანკროტებული პოლიტიკური ჯგუფები“, – ამბობს იონათამიშვილი.