“რუსები თუ ტერიტორიით გვემუქრებიან, უცხოეთი, ანუ ევროკავშირი, ვიზებს ჩამოგართმევთო და მერე გაგირთულებთ წამოსვლის პროცესსო” – მეუფე იაკობი
” ჩვენი ტერიტორიების 20% რუსებს დაპყრობილი აქვთ. ელოდებიან, რაღაცა ნაბიჯი გადადგა, რომ უფრო მეტზე წამოიწიონ, თუ მთლიანად არა, კიდევ მეტზე წამოიწიონ”, – ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, იაკობმა ქადაგებისას ისაუბრა.
“რუსები თუ ტერიტორიით გვემუქრებიან, უცხოეთი, ანუ ევროკავშირი, ვიზებს ჩამოგართმევთო და მერე გაგირთულებთ პროცესს წამოსვლისო… რომ შემოიტანთ ან მოგცემთ ან არაო. რის სანაცვლოდ გეუბნებიან? ოჯახური ღირებულებები რად გინდაო, მარტივად რომ ვთქვათ, მაგის პრობლემა არ გიდგათო ქართველებსო, უმცირესობის პროპაგანდა იყოსო, საშიშროება არ არის მაგაშიო. მაგაზე დაგვიჯერებთო და ვიზებს არ წაგართმევთო, ვიზები გექნებათო… დამეხმარება მაგი ღმერთისკენ სიარულში? თქვე დალოცვილებო, ვერ გაგვიცანით ვინ ვართ ქართველები? ერთადერთი ერი ვართ, რომელიც ვიცავთ ამას, კბილებით გაგვაქვს და არ დავთმობთ. რაც კარგია თქვენთან, მივიღებთ, რაც კარგია ჩვენთან – გაგიზიარებთ, ცუდს თქვენგან არ მივიღებთ, არც ერთი დამპყრობლისგან არ მივიღებთ საერთოდ. ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნის და არ გვინდა ისე მოვიქცეთ, რომ უცხოეთში ვიღაცებმა გვიწყვიტონ საქმე. ჩვენ ვართ ის ერი, რომელმაც დიდი წვლილი გავიღეთ ფაშიზმის დამარცხებაში, ასევე საბჭოთა კავშირის დაშლაში და დღეს, სამწუხაროდ, ევროპარლამენტი თუ ის ადამიანები, რომლებიც რაღაც არასწორს ითხოვენ ჩვენგან, ბოლშევიკებს მახსენებენ, რომ, არა, ჩვენ ვართ მართლები. მშვიდობისთვის ერთად ვიზრუნოთ, არც თქვენი და არც არავისი სათამაშო არ გავხდებით ქართველი ერი”, – აღნიშნა მეუფემ.