ბულგარეთის მსოფლიო ფესტივალ-კონკურსზე ხაშურის ქორეოგრაფიული ანსამბლის „ოქროს ფარის“ პატარა მოცეკვავეებმა გრანპრი აიღეს

ბულგარეთის მსოფლიო ფესტივალ-კონკურსზე, ხაშურის ქორეოგრაფიული ანსამბლის „ოქროს ფარის“ პატარა მოცეკვავეებმა მთავარი პრიზი – გრანპრი მოიპოვეს. ინფორმაციას, ანსამბლის ფეისბუკგვერდი ავრცელებს.
„ამ ხაშურელმა პატარა ბავშვებმა ორი დღე იმგზავრეს, დასვენების დღეც არ ჰქონდათ – დაღლილებს დღესვე მოუწიათ ფესტივალ-კონკურსზე ცეკვა. იცეკვეს და მთავარი პრიზი GRANP PRIX დაიმსახურეს.
იყო ბევრი ნერვიულობა,განცდა და ბოლოს ყველაფერი დაფასდა ყველაზე დიდი ტაში და გამოხმაურება მოიპოვეს.
ამ გამარჯვებას ვულოცავთ ხაშურს, ანსამბლი „ოქროს ფარის“  ყველა მოცეკვავესა და გულშემატკივარს,
ეს ყველაფერი ქართული უნიკალური კულტურის დამსახურებაა, დიდი შრომისა და მონდომების.
ბულგარეთი… ნესებრი 2025 წლის აგვისტო“, – წერია  ინფორმაციაში.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები