პრემიერი – იმედი მაქვს, რომ ეს მოლაპარაკებები საბოლოოდ დასრულდება მშვიდობის დამყარებით უკრაინაში და შესაბამისად, ჩვენს რეგიონში, ყოველთვის ვიდექით მშვიდობის მხარეს და საბოლოოდ დადასტურდა, რომ ჩვენი პოზიცია იყო აბსოლუტურად უალტერნატივო
ჩვენთვის მთავარია დამყარდეს მშვიდობა უკრაინაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ჟურნალისტებს განუცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, პირველ რიგში, ეს არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ შეწყდეს ადამიანების სიცოცხლის გაწირვა ამ ომში, რაც უმძიმესი მოვლენაა.
„უკრაინა არის ჩვენი მეგობარი ქვეყანა. ისტორიულად, უკრაინელი ხალხი არის ჩვენი მეგობარი ხალხი და იღუპება უამრავი ადამიანი, რაც უბრალოდ ტრაგედიაა და ეს ტრაგედია უნდა შეჩერდეს. იმედი მაქვს, რომ ეს მოლაპარაკებები საბოლოოდ დასრულდება მშვიდობის დამყარებით უკრაინაში და შესაბამისად, ჩვენს რეგიონში. ჩვენ მთელი ამ წლების განმავლობაში გამოვდიოდით სწორედ მშვიდობის მხარეს, მაშინ, როდესაც იგივე შიდა თუ გარე ოპონენტები პირიქით, ეწეოდნენ ომის ღია ან ხანდახან ირიბ პროპაგანდას, გვთხოვდნენ ჩვენ კულისებში ომის დაწყებას და ა.შ. ჩვენ ყოველთვის ვიდექით მშვიდობის მხარეს და საბოლოოდ დადასტურდა, რომ ჩვენი პოზიცია იყო აბსოლუტურად უალტერნატივო”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.