შალვა პაპუაშვილი: იტალიელი დეპუტატი მიკროფონთან ჰყვებოდა ოპოზიციის მოყოლილ ტყუილებს, რომ თითქოს მზია ამაღლობელს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა
„იტალიელი დეპუტატი მიკროფონთან ჰყვებოდა ოპოზიციის მოყოლილ ტყუილებს, რომ თითქოს მზია ამაღლობელს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა,“- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„ისე გამოგყავთ მედიას და „ნაცმოძრაობის“ აქტივისტებს, როგორც მოცემული ფაქტი, თითქოს მზია ამაღლობელს პატიმრობაში შეურაცხყოფა მიაყენა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ა.შ. ახლა ვუსმენდი იტალიის პარლამენტში გამოდიოდა იტალიელი დეპუტატი მიკროფონთან და ოპოზიციის მოყოლილ ტყუილებს ჰყვებოდა, რომ თითქოს მზია ამაღლობელს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და ამის გამო თავს დაესხა პოლიციელს, რაც არის ჩვეულებრივი „მამალი ტყუილი. მოიგონებენ რაღაც ამბავს, დაიჯერებენ, მერე შექმნიან ამაზე ლექსებს და პოემებს და შემდეგ მიდის ლოყების ხოკვა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.