შალვა პაპუაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ არის იდეოლოგია, რომელიც გულისხმობს, რომ შენ ხარ უცხო ქვეყნების ინტერესების მომსახურე

„ჩვენი დამოუკიდებლობის სამი ათეული წლის თავზე, საუბარი გვიწევს იმაზე, რომ ჩვენს პოლიტიკურ ლანდშაფტში გვყავს პარტიები და „ენჯეოები“, რომლებიც ღიად ემსახურებიან უცხო ქვეყნებს,“ – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მედიასთან საუბრისას განაცხადა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არის მხოლოდ პარტიული სტრუქტურა, ეს არის იდეოლოგია, რომელიც გულისხმობს, რომ შენ ხარ უცხო ქვეყნების ინტერესების მომსახურე. ეს არის რასაც აკეთებდა „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც სახელისუფლებო პარტია 2012 წლამდე და ეს არის რასაც აკეთებს ის სხვადასხვა კომბინაციით. ისინი უცხო ქვეყნის ინტერესების მომსახურებით არიან დაკავებული“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები