შალვა პაპუაშვილი: დამხობაზე, რომ ლაპარაკობენ ეს ერთი უბედურებაა, ხვდებიან, რომ სხვანაირად ვერ მოვლენ ხელისუფლებაში

,,დამხობაზე, რომ ლაპარაკობენ ეს ერთი უბედურებაა. ეს არის ის მეთოდი, რომლითაც ხვდებიან, რომ სხვანაირად ვერ მოვლენ ისინი ხელისუფლებაში. დემოკრატიულ მანდატს ხალხისას მწამებლები და თაღლითები ვერასდროს ვერ მიიღებენ. ამიტომ გასაგებია, რომ ახლა ღიად აცხადებენ, რომ ძალადობის მეთოდზე გადადიან”, – ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელისუფლების მშვიდობიან დამხობასთან დაკავშირებით ,,ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას.

პაპუაშვილის თქმით, გარედან მართული ძალები ხელისუფლების ხელში ჩაგდებას ცდილობენ.

„ფაქტია ერთი რამე, რომ ჩვენ ვხედავთ, რომ გარედან მართული ძალები ცდილობენ ყველანაირი ფლანგიდან რაიმენაირად ჩაიგდონ ხელში ძალაუფლება. შედეგი რა იქნება ჩვენ ვიცით. დამხობაზე, რომ ლაპარაკობენ ეს ერთი უბედურებაა. ეს არის ის მეთოდი, რომლითაც ხვდებიან, რომ სხვანაირად ვერ მოვლენ ისინი ხელისუფლებაში. დემოკრატიულ მანდატს ხალხისაც მწამებლები და თაღლითები ვერასდროს ვერ მიიღებენ. ამიტომ გასაგებია, რომ ახლა ღიად აცხადებენ, რომ ძალადობის მეთოდზე გადადიან. გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ, რომ ეს ხალხი „ევროპის სახალხო პარტიის“ წევრები არიან, რომლებიც ლაპარაკობენ ძალადობრივ გადატრიალებაზე საქართველოში. ეს ისე, ევროკავშირის ღირებულებებზე, რომ დავფიქრდეთ, რას ნიშნავს. თუმცა, რომ მოვლენ რასაც გააკეთებენ, ხომ ზეპირად ვიცით. ხომ ვაკვირდებით მათ „ენჯეოებს“ და მათ აქტივისტებს ხომ?!მათ შორის გუშინ იყო პირდაპირ მკვლელობით მუქარა. ამ ხალხს ერთი გრამი ძალაუფლებაც, რომ მისცე პირდაპირ კედელთან მიაყენებენ ყველას ვინც მათ არ ეთანხმება და როგორც ერთ-ერთმა ევროკავშირის მხრიდან დაფინანსებულმა ადამიანმა თქვა შუბლში ტყვიას დაახლიან. ეს თქვა ევროკავშირის ხელფასზე მყოფმა ადამიანმა და პაველ ჰერჩინსკიმ არც კი იკადრა, რომ დაეგმო მისი გადახდილი ხელფასით ადამიანი, რომ მუშაობს და ამბობს, რომ ტყვია უნდა დაახალოს დეპუტატებს შუბლში. ეს არის სამწუხარო რეალობა, რაც გვაქვს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები