თენგიზ შარმანაშვილი – ჯო უილსონზე: ის უანგაროდ არ მოქმედებს

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი, “მეგობარი აქტის” მიღების საჭიროებაზე კონგრესმენ ჯო უილსონის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

“ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, “ფარა-მაც” აჩვენა, რომ ის უანგაროდ არ მოქმედებს. ის გარკვეულ თანხას იღებს. პარლამენტის თავმჯდომარემ ამას ლეგალური ქრთამი უწოდა და არ შეიძლება, არ დაეთანხმო. მას ფული აღებული აქვს და უნდა იაქტიუროს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსთხოვენ პასუხს, რომ ტყუილად იღებს ამ ფულს.

რა თქმა უნდა, ის გააგრძელებს ამ საქმიანობას. ზუსტად ეს არის ჯგუფი, რომელიც ემსახურება “დიფ სთეითს”. თან თავი მოაქვს, რომ თითქოს ის არის ტრამპის მეგობარო და თანამშრომლობს მაკკეინის ინსტიტუტთან, რომელიც ბრალს დებს სექსუალურ დანაშაულებში ტრამპს. როგორ შეიძლება, ეს თავსებადი იყოს.

ყალბი წარმოდგენაა იმის თაობაზე, რომ თითქოს მხოლოდ დემოკრატები არიან “დიფ სთეითის” მომხრეები და მხოლოდ მათზე აქვს გავლენა, რესპუბლიკელებშიც ჰყავთ თავის წარმომადგენლები და ის ერთ-ერთი მაგალითია ამისი”, – განაცხადა შარმანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები