შალვა პაპუაშვილი: უკვე დადასტურდა საერთაშორისო, საშინაო, ადამიანურ, დიპლომატიურ, ნებისმიერ დონეზე მამუკა ხაზარაძის თაღლითობა

,,ვხედავთ ელემენტარულ საკითხებზე, საკუთარი ბინის გაქირავების საკითხსაც კი ვერ აწესრიგებს ნორმალურად, სამართლებრივად თუ ფინანსურად და ვხედავთ, რომ გადასახადებს მალავდა ამ საკითხშიც კი”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, უკვე დადასტურდა საერთაშორისო, საშინაო, ადამიანურ, დიპლომატიურ, ნებისმიერ დონეზე მამუკა ხაზარაძის თაღლითობა.

„საერთო ჯამში ეს კიდევ ერთი მხილებაა მამუკა ხაზარაძის თაღლითობისა. მერამდენე მხილება უკვე. ანაკლიის საკითხი იქნებოდა ეს, თბს ბანკიდან 17 მილიონი დოლარი ისე გააქრეს მან და ჯაფარიძემ, რომ არც დაუბრუნებიათ უკან და თბს ბანკს მოუწია ჯარიმების გადახდა და ა. შ. და ა.შ.

საერთო ჯამში ერთი დასკვნა შეგვიძლია ზოგადად გამოვიტანოთ. ეს ადამიანი ბიზნესმენობს მხოლოდ მაშინ, როდესაც მას აქვს სასათბურე პირობები შექმნილი ხელისუფლების მხრიდან და ასე აქვს, როგორც ჩანს აწყობილი მთლიანად მისი ბიზნესი და ასე იშოვა ფული. სასათბურე პირობები ხელისუფლების მხრიდან როდესაც ჰქონდა.

ვხედავთ ელემენტარულ საკითხებზე, საკუთარი ბინის გაქირავების საკითხსაც კი ვერ აწესრიგებს ნორმალურად, სამართლებრივად თუ ფინანსურად და ვხედავთ, რომ გადასახადებს მალავდა ამ საკითხშიც კი.

ასე, რომ ამით უკვე დადასტურდა საერთაშორისო, საშინაო, ადამიანურ, დიპლომატიურ, ნებისმიერ დონეზე მამუკა ხაზარაძის თაღლითობა.

დადასტურდა ასევე, რომ „ლელო“ არის ასევე თაღლითობის მიზნით შექმნილი პარტია, რომლის მიზანი იყო, რომ ბიუჯეტიდან შემდეგ მიეთვისებინა თანხები, რამენაირად ხელისუფლების ბერკეტების ჩაგდებით. პრეტენზია მილიარდ-ნახევარ დოლარზე, რომელიც ქართველ ხალხს წაუყენა. ეს არის მოცემულობა, თაღლითების პარტია. შესაბამისად მისმა წევრებმაც და მხარდამჭერებმაც ეს უნდა იფიქრონ, რომ დღეს არიან თაღლითობის მონაწილენი“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, შემოსავლების სამსახურმა ხაზარაძის ოჯახის მიერ გერმანიის ელჩისთვის ფართის მიქირავებაზე განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საჯარო სივრცეში გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, აღნიშნული საკითხის ანალიზისას გამოვლინდა შესაძლო საგადასახადო კანონდარღვევა, რის გამოც შემოსავლების სამსახურმა უკვე დაიწყო ფაქტების მოკვლევა.

ამასთან, განცხადება გაავრცელა „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ, სადაც ნათქვამია, რონ გერმანიის ელჩის მიერ ხაზარაძის მეუღლის საკუთრებაში არსებული სახლის ქირაობასთან დაკავშირებით, საკითხი მოგვარებულია, სამართლებრივად დარეგისტრირებულია ხელშეკრულება და გადასახადიც ბიუჯეტში გადახდილია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები