პაპუაშვილი – ხაზარაძეზე: ბანკირს, რომლის ვალი ნახევარ საქართველოს ჰქონდა და ერთ დღეს არ აპატიებდა ვინმეს, რომ სესხი გადაეცილებინა, ამ ადამიანმა არ იცის, რომ საშემოსავლო გადასახადი მისი გადასახდელი იყო?!

,,ბანკირს, რომლის ვალი ნახევარ საქართველოს ჰქონდა და ერთ დღეს არ აპატიებდა ვინმეს, რომ სესხი გადაეცილებინა, ამ ადამიანმა არ იცის, რომ საშემოსავლო გადასახადი მისი გადასახდელი იყო?! მართლა ფიქრობს რომ ქართველები სულელები არიან?! ფაქტი მარტივია – მამუკა ხაზარაძის კიდევ ერთი თაღლითობა გამოაშკარავდა”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„ანაკლიის დაჯერება არ უნდოდა, 17 მილიონის გაქრობის დაჯერება არ უნდოდა გერმანიის ელჩს, თვითონ ხომ დადო ხელშეკრულება, მის ხელშეკრულებაშიც ხომ მოიტყუა ხაზარაძემ და გადასახადები დამალა. არ იხდიდა გადასახადებს, ხელშეკრულება დამალა დეკლარაციაში და შემოსავალი დამალა თანამდებობის პირთა დეკლარაციაში – 3 ადგილას მოიტყუა მამუკა ხაზარაძემ ამ გერმანიის ელჩთან დადებული ხელშეკრულებით და ახლა გერმანიის ელჩი აპირებს ამ თაღლითთან ურთიერთობა გააგრძელოს?!

ჟონგლიორობა ტერმინებით, წყაროსთან დაბეგვრა არდაბეგვრის საკითხი, რაც გუშინ დაწერა, ეს ეხება როდესაც დასაქმებული ადამიანი და მისი დამსაქმებელი იხდის საშემოსავლო გადასახადს. ყველა სხვა შემთხვევაში საშემოსავლო გადასახადს ადამიანი იხდის თავად“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, შემოსავლების სამსახურმა ხაზარაძის ოჯახის მიერ გერმანიის ელჩისთვის ფართის მიქირავებაზე განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საჯარო სივრცეში გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, აღნიშნული საკითხის ანალიზისას გამოვლინდა შესაძლო საგადასახადო კანონდარღვევა, რის გამოც შემოსავლების სამსახურმა უკვე დაიწყო ფაქტების მოკვლევა.

ამასთან, განცხადება გაავრცელა „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ, სადაც ნათქვამია, რომ გერმანიის ელჩის მიერ ხაზარაძის მეუღლის საკუთრებაში არსებული სახლის ქირაობასთან დაკავშირებით, საკითხი მოგვარებულია, სამართლებრივად დარეგისტრირებულია ხელშეკრულება და გადასახადიც ბიუჯეტში გადახდილია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები