მიხეილ სარჯველაძე: საზოგადოებასაც კი უნდა გაუჩნდეს განცდა, რომ მათთვის, საზოგადოების თითოეული წევრისთვის სასიკეთო რამ ხდება, როდესაც კონკრეტული ნარკომოვაჭრე აღმოჩნდება გისოსებს მიღმა

მოხარული ვარ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში მთავარი სათქმელი, მთავარი იმპულსი რომელიც წამოვიდა, ეს გახლავთ ერთი რამ – ნარკოტიკის მოხმარება არ არის კარგი, ნარკოტიკის მოხმარება არ არის ნორმა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისივე თქმით, ნარკოტიკის მოხმარებას არ შეიძლება შევეგუოთ.

„ეს არის ის, რასაც უნდა ვებრძოლოთ. ამ ბრძოლის ინსტრუმენტად გამოიყენებ იქ, სადაც ნარკოტიკით ვაჭრობაა. კი, რა თქმა უნდა, ეს არის კრიმინალური აქტი. ამასთან სამართალდამცავი სტრუქტურა შეუბრალებელი უნდა იყოს. აქაც იგივე ამბავია, რომ არ ვერჩი ნარკომომხმარებელს, მაგრამ ვერჩი ადამიანს, რომელიც ცდილობს ამაზე ხელი მოითბოს. ნარკომოვაჭრეს, რომელსაც, რა თქმა უნდა, ინტერესი აქვს, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი ებმებოდეს მის ქსელში. ამიტომ, ამას ბუნებრივია, რომ ვებრძვით. კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც საქმე გვაქვს კრიმინალურ აქტთან, ამას, ბუნებრივია რომ ესაჭიროება ძალიან მკაცრი მიდგომა სახელმწიფოს მხრიდან და ამას აკეთებს სახელმწიფო საბედნიეროდ დღეს. ამას უწყვეტად აკეთებდა და გახსოვთ წლების განმავლობაში არ წყდებოდა იგივე ნარკომოვაჭრეების წინააღმდეგ გარკვეული აქტივობები და ა.შ. თუმცა, ამას სჭირდება ყურადღების მეტად მობილიზება. მათ შორის, საზოგადოებასაც კი უნდა გაუჩნდეს განცდა, რომ მათთვის, საზოგადოების თითოეული წევრისთვის სასიკეთო რამ ხდება, როდესაც კონკრეტული ნარკომოვაჭრე აღმოჩნდება გისოსებს მიღმა.

ყველა მხრიდან შეტევა არის ჩვენი მორალური პოლიტიკური პასუხისმგებლობა. გნებავთ, სამართლებრივიც იმიტომ, რომ საზოგადოებისთვის ეს არის დიდი რისკის მატარებელი, დიდი საფრთხეა. ძალიან დიდი ზიანი შეუძლია მოიტანოს. ეს აღიარებულია მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ეს არ არის ახალი და ორიგინალური რამ, რასაც ვამბობთ, მაგრამ შეტევა სჭირდება იმას, რომ რაც შეიძლება მცირე იყოს მასშტაბი. აქ, ამ შემთხვევაში ვითომ, ფსევდოსაც აღარ ვიტყვი, ვითომ ლიბერალური მიდგომების გამო, აზრის მიწოდება საზოგადოებისთვის, განსაკუთრებით ეს ეხება ახალგაზრდა თაობას, რომ თითქოს ამაში რაიმე რომანტიკულია, თითქოს ამაში თავისუფლების ჟესტია და ა.შ. ეს არის დიდი, მტკნარი ტყუილი“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები