მიმდინარე წელს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებში 13,5 კმ გზის რეაბილიტაცია განხორციელდება

მიმდინარე წელს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებში, 13,5 კმ გზის რეაბილიტაცია განხორციელდება. საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოები რამდენიმე სოფელში უკვე მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას, ბორჯომის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, წლის ბოლომდე გზების რეაბილიტაცია განხორციელდება შემდეგ სოფლებში: მოლითში, ტაბაწყურში, ყვიბისში, ტიმოთესუბანში, ციხისჯვარში, საკირეში, დიდ და პატარა მიტარბში, დაბა წაღვერში, დაბა ახალდაბაში და ბორჯომში რაზმაძის ქუჩაზე.

დაგეგმილი პროექტების ფარგლებში, მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა და სანიაღვრე სისტემები, განხორციელდება მიერთებების და ეზოში შესასვლელების მოწყობა, საჭიროების მიხედვით მოეწყობა საყრდენი კედლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები