თბილისის მუნიციპალური ინსპექცია ვაკის რაიონში, ლისის ტბის მიმდებარედ, სატყეო ზონაში სახელმწიფო მიწების მიტაცებისა და ხეების უკანონოდ გაჩეხის ფაქტების აღსაკვეთად სპეციალურ ღონისძიებას ახორციელებს
თბილისის მუნიციპალური ინსპექცია ვაკის რაიონში, ლისის ტბის მიმდებარედ, სატყეო ზონაში სახელმწიფო მიწების მიტაცებისა და ხეების უკანონოდ გაჩეხის ფაქტების აღსაკვეთად სპეციალურ ღონისძიებას ახორციელებს, – აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მუნიციპალიტეტის ცნობით, სატყეო ზონაში მიმდინარე უკანონო მშენებლობებისა და შემოღობვების დემონტაჟი, ღონისძიების ფარგლებში განხორციელდება. ასევე, მიწის მოჭრისა და ხეების დაზიანების აღსაკვეთად შესაბამისი ზომები იქნება მიღებული.
ღონისძიების შედეგად, არსებული სატყეო ზონა და უნიკალური ფიჭვნარი შეუნარჩუნდება დედაქალაქს“, – ნათქვამია განცხადებაში.