“რუსეთის ხელმძღვანელობაში არავინ არის ხელშეუხებელი, ეჭვის და დაუსჯელობის ადგილი არ არსებობს” – კაია კალასი

“რუსეთის ხელმძღვანელობაში არავინ არის ხელშეუხებელი, ეჭვის და დაუსჯელობის ადგილი არ არსებობს”, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი, კაია კალასი წერს.

მისი განმარტებით, პრეზიდენტ ზელენსკისა და ევროპის საბჭოს შორის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ მიღწეული შეთანხმება მკაფიო გზავნილს აგზავნის, რომ რუსეთის ხელმძღვანელობაში არავინ არის ხელშეუხებელი.

“რუსეთის ომის ყოველი სანტიმეტრი დოკუმენტირებულია. ეჭვის ადგილი არ არსებობს და დაუსჯელობის ადგილი არ არის“, – წერს კალასი.

შეგახსენებთ, უკრაინამ და ევროპის საბჭომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ შეთანხმება გააფორმეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები