დავით მათიკაშვილი: მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ გაიაზროს, რას კადრულობენ ევრობიუროკრატები, ზღვარს არიან გადასულები საქართველოსთან მიმართებით

,,მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ გაიაზროს, რას კადრულობენ ევრობიუროკრატები, ზღვარს არიან გადასულები საქართველოსთან მიმართებით”, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ცდილობენ, დანაშაულის ჩადენა პოლიტიკურ დევნად გაასაღონ.

„ევრობიუროკრატიისგან სამწუხარო რეალობას ვაწყდებით, როცა ცდილობენ, საზოგადოებას თითიდან გამოწოვილი სიმართლედ შეაფასონ. ცალსახაა ის, რაც საქართველოში ხდება, როდესაც იგივე ევროკავშირში ხდება და ადგილი აქვს დანაშაულის ჩადენას, ამას პოლიტიკურ დევნად არ აფასებენ, ვინაიდან, სურვილია საქართველოსა და ქართველ ხალხზე ზეწოლის. ცდილობენ, დანაშაულის ჩადენა გაასაღონ, როგორც პოლიტიკური დევნა. მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ გაიაზროს, რას კადრულობენ და როგორ ზღვარს არიან გადასულები საქართველოსთან მიმართებით, რომ დანაშაული გაასაღონ პოლიტიკურ დევნად. მათ ბრალდებებს არანაირი საფუძველი არ აქვს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები