გურამ მაჭარაშვილი – როდესაც საქართველოში არსებულ პროცესებზე დაიწყებენ საუბარს უცხოელი პარტნიორები, ჯერ საერთაშორისო ინსტიტუტების შეფასებებს გადახედონ, სადაც პოზიტიური შედეგებია და შემდეგ გადახედონ, მათ ქვეყნებში რა ხდება

„გერმანიაში, 147 კერძო სახლში შევიდნენ, თურმე ვიღაცას სოციალურ ქსელში სიძულვილის შემცველი წინადადებები დაუწერია, ეს მაშინ, როცა საქართველოში მედია უკუსვლაზე საუბრობენ,“ – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

„საუბარს როდესაც საქართველოში არსებულ პროცესებზე, დემოკრატიაზე დაიწყებენ, ჯერ საერთაშორისო ინსტიტუტების შეფასებებს გადახედონ, სადაც პოზიტიური შედეგები გვაქვს და შემდეგ გადახედონ, მათ ქვეყნებში რა ხდება. გერმანიაში, 147 კერძო სახლში შევიდნენ, თურმე ვიღაცას სოციალურ ქსელში, სიძულვილის შემცველი წინადადებები დაუწერია. ეს მაშინ, როცა საქართველოში მედია უკუსვლაზე საუბრობენ და სჯობს, თავიანთ ქვეყნებს გადახედონ. ვინც რა არ უნდა თქვას, საქართველოში რა რეალობაა, ამას ევროპის ინსტიტუტები აფასებენ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები