პროკურორი გვარამიაზე: არ გადაიხადა აღკვეთის ღონისძიების სახით განსაზღვრული გირაო, არც სხდომაზე გამოცხადდა, რაც პირდაპირ მიუთითებდა მისი მხრიდან მომდინარე საფრთხეზე, რომ მომავალშიც არსებობდა მისი მხრიდან თუნდაც, მიმალვის საფრთხე

პროკურორმა მარიამ მეშველიანმა, მედიასთან ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით ისაუბრა.

„მან არ გადაიხადა აღკვეთის ღონისძიების სახით განსაზღვრული გირაოს ოდენობა. ასევე, ამას დაემატა ის, რომ ბრალდებული არც წინა და არც დღევანდელ სხდომაზე არ გამოცხადდა, რაც პირდაპირ მიუთითებდა მისი მხრიდან მომდინარე საფრთხეზე, რომ მომავალშიც არსებობდა მისი მხრიდან თუნდაც, მიმალვის საფრთხე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არსებობდა უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველი, ჩვენ დავაყენეთ შუამდგომლობა, რაც გაიზიარა სასამართლომ და ბრალდებულ ნიკა გვარამიას შეუფარდა პატიმრობა“, – განაცხადა პროკურორმა მარიამ მეშველიანმა და დასძინა, რომ გვარამიას ქმედება პირდაპირ თავის არიდება და მართლმსაჯულებისთვის ხელი შეშლის მცდელობაა.

ნიკა გვარამიამ კი, რომელიც რუსთავის ციხესთან შესახლებას ელოდება, გირაოს გადაუხდელობასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან განაცხადა: „რატომ უნდა გადამეხადა? მე მივიღე ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩემი შინაგანი რწმენით და საქართველოს კანონმდებლობით იყო სწორი“,- განაცხადა პროკურორმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები