რუსთაველის ეროვნულ თეატრში კახი კავსაძის 90 წლისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

რუსთაველის ეროვნულ თეატრში, კახი კავსაძის 90 წლისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამართულ საიუბილეო საღამოზე კახი კავსაძე გაიხსენეს: რუსთაველის ეროვნული თეატრის დირექტორმა რობერტ სტურუამ, მსახიობის მეგობრებმა, კოლეგებმა და ოჯახის წევრებმა.

,,საღამოში, რომელსაც თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე და მსახიობი ირაკლი კავსაძე უძღვებოდნენ, მონაწილეობდნენ რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობები, საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი “ერისიონი“, ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ხალხური სიმღერის ანსამბლი ,,მართვე”, დავით მაზანაშვილის ბენდი, თეატრალური სივრცე  ,,თოჯინების სახლი“ ნიკოლოზ საბაშვილის ხელმძღვანელობით.

საიუბილეო საღამოს, საქართველოს კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე მაკა გურგენიძე დაესწრო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები