ლევან მახაშვილი: ნათლად გამოჩნდა, რომ პირდაპირ მიზანი ჰქონდათ, რომ დაფინანსება გაცემულიყო ისეთ ორგანიზაციებზე, რომელთა სურვილი იყო არჩევნების ჩაშლა

“ჩვენ წარსული გამოცდილებიდან არაერთხელ ვნახეთ, რომ ერთი შეხედვით, კეთილშობილური მიზნებით, ცალკეული უცხოური დაფინანსება ხმარდებოდა ისეთ მიზანს, რომელიც არ იყო გათვალისწინებული რეალურად საგრანტო ხელშეკრულებებში, “- ამის შესახებ, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

„ნათლად გამოჩნდა, რომ პირდაპირ მიზანი ჰქონდათ, რომ დაფინანსება გაცემულიყო ისეთ ორგანიზაციებზე, რომელთა მიზანი იყო არჩევნების ჩაშლა. ამიტომ, ბუნებრივია, რომ ჩნდება კითხვები არა მარტო ამ დაფინანსებასთან, არამედ სხვა დაფინანსებებთან დაკავშირებითაც“, – აცხადებს მახაშვილი.

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარე ბრიტანეთის საელჩოს მიმართავს გაასაჯაროოს ინფორმაცია, ვის და რა თანხით აფინანსებდა დიპლომატიური წარმომადგენლობა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. შალვა პაპუაშვილის ინტერესის სფეროა ასევე მიმდინარე დაფინანსებებიც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები