დავით მათიკაშვილი სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულის განცხადებაზე: ზოგადად ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან ის პოლიტიკა, რომელსაც სამწუხაროდ თვალს ვადევნებთ საქართველოში, ბუნებრივია იწვევს საზოგადოების რეაქციას

“ძალიან ობიექტურად არის გასაგები ამ კონკრეტული თანამდებობის პირის რეაქცია ესტონეთის ელჩთან მიმართებით, როდესაც ძალიან მკაფიოდ გამოითქვა წუხილი არასწორ დამოკიდებულებაზე, “- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

„კონკრეტულმა თანამდებობის პირმა [გიორგი მიქელაძემ] ძალიან ზრდილობიანად, ყოველგვარი ეთიკის დაცვით ორმაგ სტანდარტზე მიანიშნა ესტონეთის ელჩს. ზოგადად ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან ის პოლიტიკა, რომელსაც სამწუხაროდ თვალს ვადევნებთ საქართველოში, ბუნებრივია იწვევს საზოგადოების რეაქციას. მართლაც ძალიან ობიექტურად არის გასაგები ამ კონკრეტული თანამდებობის პირის რეაქცია ესტონეთის ელჩთან მიმართებით როდესაც ძალიან მკაფიოდ გამოითქვა წუხილი იმ არასწორ დამოკიდებულებაზე, რაც ამ ქვეყნიდან არის საქართველოსთან მიმართებით“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის გიორგი მიქელაძემ ესტონეთი ორმაგ სტანდარტებსა და საქართველოს მიმართ უსამართლო დამოკიდებულებაში დაადანაშაულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები