ნინო წილოსანი აშშ-ში იმ პირის დაკავებას ეხმაურება, რომელიც დემონსტრანტებს ნიღბებით ამარაგებდა: კიდევ ერთი ფაქტი, თუ როგორ მუშაობს სახელმწიფოს უსაფრთხოების დაცვის სისტემები სხვა ქვეყნებში და როგორ ეწინააღმდეგებიან იმავეს ჩვენთან

“კიდევ ერთი ფაქტი, თუ როგორ მუშაობს სახელმწიფოს უსაფრთხოების დაცვის სისტემები სხვა ქვეყნებში და როგორ ეწინააღმდეგებიან იმავეს ჩვენთან,”- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი ლოს-ანჯელესში დაკავების ფაქტზე სოციალურ ქსელში წერს.

„ლოს-ანჯელესში დააკავეს ადამიანი, რომელიც დემონსტრანტებს ნიღბებს ურიგებდა – იმ დემონსტრანტებს, რომლებიც არეულობის გამოწვევასა და აჯანყების მოწყობას ცდილობდნენ.
ალბათ ყველას გახსოვთ, ჩვენთან, საქართველოში, როგორ ღიად და ურცხვად დეკლარირებდნენ, ვინ ამარაგებდა აქციის მონაწილეებს აირწინაღებით, „საბრძოლო მასალით“ და სხვა საშუალებებით.
ფაქტია, იცოდნენ, რომ არ დაისჯებოდნენ და სარგებლობდნენ ერთგვარი „გარედან დაცვის იმუნიტეტით“ ეს კიდევ ერთი ფაქტი, თუ როგორ მუშაობს დემოკრატია და სახელმწიფოს უსაფრთხოების დაცვის სისტემები სხვა ქვეყნებში და როგორ ეწინააღმდეგებიან იმავეს ჩვენთან“, – წერს ნინო წილოსანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები