,,ლიტერატურული კონკურს-ფესტივალი ,,ქუჯი 2024“ – წიგნის წარდგენა გაიმართება
16 ივნისს, 18:00 საათზე, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში წიგნის „ლიტერატურული კონკურს-ფესტივალი ქუჯი 2024“ წარდგენა გაიმართება.
ეროვნული ბიბლიოთეკის ინფორმაციით, კრებული „ლიტერატურული კონკურს-ფესტივალი ქუჯი 2024“ საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის თანადგომითა და მხარდაჭერით გამოიცა.
წიგნის ავტორები არიან: ფესტივალ „ქუჯის“ ორგანიზატორები: ილია ერქვანია, ნანა კვაშილავა, ბესიკ გვაზავა, დალი ჯორბენაძე; რედაქტორი მარინა თექთუმანიძე; დამკაბადონებელი დიანა დანელიანი; გარეკანის დიზაინერი ლევან პაპალაშვილი.
გამოცემაში გაშუქებულია „ქუჯი 2024“-ის მიერ ჩატარებული ყველა ღონისძიება.
წიგნში გამოყენებულია რეზო (ემილიანე) ადამიას, გიორგი გეგეჭკორის, დავით გუას (ბაძაღუა) და ბესიკ დუღაშვილის ნახატები. კრებულში შესულია „ქუჯის“ მიერ დაწესებული პრემიების ლაურეატებისა და კონკურსის გამარჯვებულების ბიოგრაფიები და ნაწარმოებები. ცალკე თავი ეთმობა ცნობილი ადამიანების წერილებს.
აქვე გაცნობებთ, რომ 21 ივნისს, 17:00 საათზე, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში „ქუჯი 2025“-ის დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.