ირაკლი ზარქუა – გვარამიამ ციხესთან მისვლით სპექტაკლი დადგა

“ნიკა გვარამიამ ციხესთან მისვლით სპექტაკლი დადგა, ცოტა ხანში დაიწყებენ, იქნებ, შეგვიწყალონ და ასე შემდეგ, “– ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ, ნიკა გვარამიას დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.

„მგონია, ამ ყველაფერს შეგნებულად აკეთებენ, რომ დრამა დადგან. თითოეულმა მათგანმა იცოდა, რომ კანონი არსებობს და გადაწყვეტილებას მოსამართლე იღებს. არ გინდა ციხეში ჯდომა? მაშინ გირაო გადაიხადე და როგორც ვაშაძე დარბის გარეთ, ისე იარე, ფუჭი და ცრუ პოლიტიკური საქმიანობა გააგრძელე. თუ არ იხდი, მაშინ დაგაკავებენ. ყველა თავის არჩევანს აკეთებს. შეზღუდულები არ არიან. არ გადაიხდიან? სასამართლო მიუსჯის. ციხესთან მისვლით სპექტაკლი დადგა. ცოტა ხანში დაიწყებენ, იქნებ შეგვიწყალონ და ა.შ. ვნახოთ. ყველას თავისი არჩევანი აქვს. დააშავე – კანონი და სასამართლო გადაწყვეტილებაა. კეთილი ინებე და აღასრულე. არ აღასრულებ – ციხე იქნება“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები