რუტეს განცხადებით, თუ დიდი ბრიტანეთი ნატოს თავდაცვაში შენატანს არ გაზრდის, რუსეთის მიერ მისი დაპყრობის ალბათობა რეალობად იქცევა

“სჯობს, ისწავლოთ რუსული”, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა, რითაც ბრიტანელებს მიმართა.

აღნიშნულით, რუტე გამოეხმაურა საკითხს, რომ თუ დიდი ბრიტანეთი ნატო-ს თავდაცვაში შენატანს არ გაზრდის, რუსეთის მიერ მისი დაპყრობის ალბათობა რეალობად იქცევა.

„თუ თქვენ ამას არ გააკეთებთ, თუ თქვენ 5-პროცენტიან ზრდას, საიდანაც 3,5% ძირითადი თავდაცვის ხარჯი იქნება, არ დათანხმდებით, შეინარჩუნებთ ჯანდაცვის ეროვნულ სამსახურს, როგორც სხვა ქვეყნებში, და საპენსიო სისტემას, და ასე შემდეგ, მაშინ სჯობს, ისწავლოთ რუსული“, – აღნიშნა რუტემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები