შალვა პაპუაშვილი – კოტე იოსელიანის საქმეზე: ჩვენს ინტერესში არის, რომ ასეთი დეზინფორმაცია და პრიმიტიული ტყუილები არ დარჩეს ჰაერში გამოკიდებული
„გამოძიება დაიწყო, ჩვენს ინტერესში არის, რომ დეზინფორმაცია და პრიმიტიული ტყუილები, რომლითაც ცდილობენ რაიმენაირად უცხოელების ყურადღება მიიპყრონ, არ დარჩეს ჰაერში გამოკიდებული, „ – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, კოტე იოსელიანის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.
„ოპოზიციისგან რაიმე იდეა, რაიმე თემა მოგისმენიათ? ერთადერთი არის ის, რომ რამენაირად თვითვიქტიმიზაცია მოახდინონ. ესეც ერთ-ერთი მცდელობაა ამასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ირწმუნება, რომ მისი მეუღლე მოიტაცეს. მისი თქმით, კოტე იოსელიანს ღამით დახვდა ხუთი ნიღბიანი, თუმცა მისივე სიტყვებით, მძიმე ფიზიკური დაზიანების მიყენება მათ ვერ შეძლეს.