დემონსტრანტებმა პოლიციელებს ბოთლები და სხვა ნივთები ესროლეს – ლოს-ანჯელესში სამართალდამცველებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

ლოს-ანჯელესში პოლიციასა და საიმიგრაციო რეიდების საწინააღმდეგოდ მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის შეტაკება მოხდა.

CNN-ის ინფორმაციით, მომიტინგეებმა პოლიციელებს ბოთლები და სხვა ნივთები ესროლეს, საპასუხოდ, სამართალდამცველებმა  მათ დასაშლელად რეზინის ტყვიები და მანათობელი ხელყუმბარები გამოიყენეს.

სამართალდამცველების მიერ, დაკავებულია რამდენიმე მომიტინგე.

ლოს-ანჯელესში მიმდინარე საპროტესტო აქციებს აშშ-ის სხვა ქალაქებიც შეუერთდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები