“რუსეთი გეგმაზომიერად ახორციელებს საქართველოს ტერიტორიების ანექსიას”!

“რუსეთი გეგმაზომიერად ახორციელებს საქართველოს ტერიტორიების ანექსიას!, – აღნიშნულ განცხადებას ევროპულ და ევროატლანტიკულ სტრუქტებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინიტრი, ალექსანდრე პეტრიაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
“რუსეთი გეგმაზომიერად ახორციელებს საქართველოს ტერიტორიების ანექსიას! ან “უკეთეს” შემთხვევაში შანტაჟის, დაშინების და კუნთების თამაშის მეთოდებით განაგრძობს მცდელობებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გადაუხვიოს ევროატლანტიკურ კურსს! როცა საჭიროდ ჩამითვლია, არ მოვრიდებივარ იმის თქმას, რომ კარასინთან შეხვედრის ჩატარება მიზანშეუწონელია! ეს ფორმატი ემსახურებოდა გადაწყვეტადი საკითხების განხილვას! მისი ამოცანა შესრულებულია! თუმცა, არაფერია გასაკვირი იმაში, რომ ანექსიის განზრახვის შესრულების დაუშვებლობაზე პირდაპირ ეთქვას კარასინს!
დიპლომატები კარიბის კრიზისის ყველაზე მწვავე დღეებშიც კი განაგრძობდნენ ლაპარაკს! სხვათა შორის, მზვერავებიც! ასე რომ, ამ ერთი შეხვედრიდან ნუ გადავაქცევთ ნურც თეირან-43-ს და ნურც მოლოტოვ-რიბენტროპის აქტს! უბრალოდ უნდა ვიცოდეთ, რომ თუ რუსეთი არ შეაჩერებს აფხაზეთის ფორმალურ ანექსირებას, ორმხრივი კომუნიკაციის არხი თავის თავს წურავს და ჟენევის ფორმატი კვლავ დარჩება ერთადერთ ფორუმად! ამავე დროს, ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი: 1. ყირიმის ანექსიის გაგრძელებაა აფხაზეთის ანექსია! 2. რუსეთი არის აგრესორი! 3. საქართველო არის რუსეთის მხრიდან ახალი აგრესიული ქმედებების რეალური საფრთხის წინაშე! საჭიროა ძალთა სრული მობილიზება საერთაშორისო ფრონტზე, განსაკუთრებით ორგანიზაციებში საქართველოს მხარდამჭერი გადაწყვეტილებებისა და რეზოლუციების მიღების მიზნით (აქ მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ პარლამენტარებს, მიუხედავად მათი პოლიტიკური შეხედულებისა) საჭიროა ფართო საზოგადოების, მედიის და ექსპერტული თანამეგობრობის კონსოლიდაცია და არა ნიშნის მოგებით, არა აპოკალიპტური სურათის დახატვით, არა პოლარიზების ხელშეწყობით და კონსპირაციების ქსოვით, ვინ რომელ ბანაკში აღმოჩნდება, არამედ ანექსიის საფრთხის წინა პლანზე წამოწევით, საზოგადოებრივი ჩართულობის ამაღლებით, წინ აღვუდგეთ ცუნამის სისწრაფით მზარდ ახალ საფრთხეს! თორემ ბოლოს მართლა ამოვყოფთ ყველა ბანაკში თავს! ოღონდ ეს არტეკიც კი აღარ იქნება, არამედ იქნება თანამედროვე საკონცენტრაციო ბანაკი, რომლიდანაც თავის დაღწევას შეიძლება ისევ ათწლეულები და თაობები დასჭირდეს!”, – წერს სახელმწიფო მინისტრი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები