დავით ქართველიშვილი მაიკლ როთის განცხადებაზე: ის “მარშრუტი”, რომელიც მაიკლ როთისთვის ზოგადად მიმზიდველია – საქართველოსთვის მუდამ დაკეტილი იქნება

პარტია „ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში მაიკლ როთის განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმად, საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირში გაწევრიანების ყველა შანსს უშვებს ხელიდან და ამიტომ, ევროკავშირის კარი საქართველოსთვის ამ მომენტისთვის დაკეტილია.
ექსპერტის თქმით, საქართველოსთვის ევროკავშირის კარის 2023-მდე დახურვასთან დაკავშირებით არაერთი განცხადება გაკეთებულა სხვადასხვა უცხოელი პოლიტიკოსის თუ სტრუქტურის მხრიდან მხრიდან.
„მაიკლ როთის აქედან წასვლის შემდეგ მართლაც მოგვიწევს ღვთივკურთხეული საქართველოს განიავება”- წერს ქართველიშვილი და აღნიშნავს, რომ ევროკავშირისკენ მიმავალი ის მარშრუტი, რომელიც მაიკლ როთისთვის მისაღებია, საქართველოსთვის მიუღებელია და ქვეყნისა და მისი ინტერესების დასაცავად ქართული საზოგადოება ტრადიციულ და კონსერვატიულ გზებს ეძებს.
„ამ მომენტისთვის კი არა, საქართველოსთან დაკავშირებით, 2030 წლამდე ამ კარის დახურვაზე არაერთხელ ითქვა სხვადასხვა ევროკომისიების დონეზე. რაც შეეხება “ნიავს” – მაიკლ როთის აქედან წასვლის შემდეგ მართლაც მოგვიწევს ღვთივკურთხეული საქართველოს განიავება. ხოლო, რაც შეეხება ევროკავშირისკენ მიმავალ გზას, ის “მარშრუტი”, რომელიც მაიკლ როთისთვის ზოგადად მიმზიდველია  – საქართველოსთვის მუდამ დაკეტილი იქნება. ჩვენ, ქვეყნის ინტერესების დასაცავად და მისი მომავლისთვის – ტრადიციული და კონსერვატიული გზების მაძიებლებს წარმოვადგენთ,”- წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები