გივი მიქანაძე: ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ საზოგადოებისთვის ძალიან დიდი ნდობით აღსავსე ღირსეული ადამიანი იქნება არჩეული
„საზოგადოებისთვის ძალიან დიდი ნდობით აღსავსე ღირსეული ადამიანი იქნება არჩეული „ქართული ოცნების“ დელეგატების ყრილობაზე,“ – ამის შესახებ „ქრონიკასთან“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ყრილობაზე მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებზეც იქნება საუბარი.
„კონსულტაციები დასრულებულია პარტიის თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით. საზოგადოებისთვის ძალიან დიდი ნდობით აღსავსე ღირსეული ადამიანი იქნება არჩეული „ქართული ოცნების“ დელეგატების მიერ ყრილობაზე. ასევე ყრილობაზე მცირედით განვაახლებთ პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობას და ვაკანტურ პოზიციებზე ავირჩევთ ახალ წევრებს. ამ ყრილობაზევე იქნება საუბარი მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, რომელიც უმნიშვნელოვანესია წელს“, – აღნიშნა მიქანაძემ.
ცნობისთვის, დღეს „ქართული ოცნების“ რიგით მეცხრე ყრილობა გაიმართება.