“საქართველო-რუსეთს შორის დაძაბულობა მხოლოდ ბალტიელებს არ უნდათ, ეს უნდათ გლობალური ომის ძალებს, ისინი ამ მიზნის მისაღწევად ბალტიელებს იყენებენ” – ქადაგაშვილი

“მთავარი კავკასიაში დაპირისპირების დაწყება იყო, ვიღაცის გეოპოლიტიკურ ხედვაში შეიძლება, ეს ნორმალურია, მაგრამ საქართველოსთვის არა. კარგად გაიხსენონ ის ომები, რომლებიც საქართველომ გაიარა და ნახონ, ქვეყანას რა შედეგი მოუტანა”, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ისაუბრა.

მისი განმარტებით, ლატვიის დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა თქვა, რომ “ვიდრე უკრაინაში ომია, ლატვიის საზღვრებთან სიმშვიდეა და რუსეთის მხრიდან თავდასხმის საფრთხე არ არისო”.

“ეს ის მთავარი ამოსავალი პასუხია, რის გამოც ბალტიისპირეთის ქვეყნები მოწადინებულები არიან, რომ საქართველო რუსეთს შორის ისეთი კონფრონტაციული ვითარება იყოს, რაც მათი გაგებით, მათ საზღვრებს კიდევ უფრო მეტად უსაფრთხოს გახდიდა. საქართველოს მიმართ მათ ქმედებებს სხვა ახსნა არ გააჩნია. მეორე ფრონტის საკითხი აქტუალურია. საქართველო-რუსეთს შორის დაძაბულობა მხოლოდ ბალტიელებს არ უნდათ, ეს უნდათ გლობალური ომის ძალებს, ისინი ამ მიზნის მისაღწევად ბალტიელებს იყენებენ. საქართველოს კონფლიქტში ჩათრევა მიზანი რომ იყო, სახეზეა. ეს ჩანდა, როგორც საგარეო განცხადებებიდან, ასევე ქვეყნის შიგნით მაპროვოცირებელი პროცესებით, რადიკალური ოპოზიციის განცხადებებით და იმ შეხვედრებიდან, რომელიც მაშინდელ თანამდებობის პირებთან უცხოელი ელჩების მონაწილეობით იმართებოდა“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები