იუსტიციის მინისტრი პაატა სალია თურქეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, ალი ქაან ორბაის შეხვდა
საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ალი ქაან ორბაის შეხვდა. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის კომპეტენტურ უწყებებს შორის სამართლის სფეროში არსებული მჭიდრო და ეფექტიანი თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს და მომავალში ურთიერთთანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების თაობაზე მზაობა გამოთქვეს.
,,იუსტიციის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეები ‒ მერაბ ტურავა, ლაშა მაღრაძე და გიორგი დგებუაძე, ასევე, თურქეთის საელჩოს საკონსულო განყოფილების ხელმძღვანელი ბორან ჯან ქოჩბოღანი”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.