გერმანიის კანცლერი პირველი საერთაშორისო ვიზიტის ფარგლებში პარიზში იმყოფება

გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი პირველი საერთაშორისო ვიზიტის ფარგლებში საფრანგეთში ჩავიდა.

გერმანიის კანცლერმა პირობა დადო, რომ ევროპის ერთიანობას პრიორიტეტს მიანიჭებს.

მერცმა პარიზში, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროკავშირის ყველა წევრმა უნდა გაზარდოს თავდაცვის ხარჯები.

„მხოლოდ ამ გზით შეგვიძლია თანდათანობით შევავსოთ ჩვენი შესაძლებლობების ხარვეზები და კოლექტიურად დავუჭიროთ მხარი უკრაინას“, – განაცხადა მან.

ამასთან, კანცლერმა უკრაინასთან ერთიანობის მტკიცე დემონსტრირებისას განაცხადა, რომ მალე ეწვევა ქვეყანას. მისივე თქმით, სურს უკრაინაში ხანგრძლივი ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველყოფის ღონისძიებებზე იმუშაოს.

მერცი დღეს ვარშავაში გაემგზავრება და პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკთან ევროპის საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების შესახებ ისაუბრებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები