ირაკლი ქადაგიშვილი: პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მოსმენების დროს ვხედავთ, თუ რა მრავალმხრივი იყო ზიანი

„ჩვენ ამ მოსმენების დროს ვხედავთ, თუ რა მრავალმხრივი იყო ის ზიანი, რომელიც ადგებოდათ ადამიანებს,“ – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა პარლამენტის საგამოძიებო კომისიის საქმიანობაზე საუბრისას განაცხადა.

„მწერალთა კავშირი გარკვეულწილად გადააქციეს ერთგვარ შიდა მოხმარების კლუბად. დღეს იქნება ქალბატონი მაყვალა გონაშვილის მოსმენა. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ ამ მოსმენების დროს ვხედავთ, თუ რა მრავალმხრივი იყო ის ზიანი, რომელიც ადგებოდა ადამიანებს, მათ მოღვაწეობის სფეროს, მათ ოჯახებს და საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი აზიანებდა მთლიანად მთელ საზოგადოებასა და ქვეყანას“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტი დროებითი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში დღეს მორიგ სხდომას ჩაატარებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები